| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასო კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. იყო მიხეილ კავსაძის ხალხური გუნდის მომღერალი, მოცეკვავე, გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე და გამგე. 1929 წელს, ვიქტორ კობერიძესთან ერთად, პირველმა ჩამოაყალიბა რაჭა-ლეჩხუმის ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ეთნოგრაფიული, ქალ-ვაჟთა 40 კაციანი გუნდი, სტვირზე დამკვრელთა და მოცეკვავეთა მონაწილეობით. ასრულებდნენ რაჭულ, ქართლ-კახურ და იმერულ ხალხურ სიმღერებს, უკრავდნენ ფანდურზე; გუნდი გამოდიოდა საქართველოს ყველა კუთხეში, 1936 წელს იყო მოსკოვში, სადაც აიღო პირველი პრემია, ვასილ კობახიძემ კი სიგელი, 1929-1942 წლებში გუნდმა გამართა 1500 კონცერტი. ლოტბარი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.724; საქართველოს პირველი არხი: 1tv.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

