შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუბა ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ექიმ-თერაპევტად. 1957-1976წწ. მუშაობდა ამავე საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტად, ინფექციური განყოფილების გამგედ, 1976 წლიდან მთავარი ექიმის მოადგილედ. 15 წლის განმავლობაში არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატად. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან, საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე, იყო ამ მოძრაობის აქტიური წევრი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.282 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |