შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გალინა კრიცკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1969წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" სარელეო დაცვისა და ავტომატიკის განყოფილებაში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, წამყვან ინჟინრად; 1969-1972წწ. იმყოფებოდა ეგვიპტეში, სადაც პროფესიით მუშაობდა; 1972-1980წწ. იყო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" წამყვანი ინჟინერი; 1980-2004წწ. პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა "საქენერგოს", შემდგომში "საქართველოს სახემწიფო ელექტროსისტემის" სარელეო დაცვის სამსახურში წამყვან ინჟინრად. მისი მონაწილეობით დამუშავდა 1990-2000წწ. ენერგოსისტემის იზოლირებულად მუშაობის რეჟიმისთვის ენერგოსისტემის ყველა ელემენტის დაცვის და ავტომატიკის დანაყენების გაანგარიშება. დაჯილდოებულია საიუბილეო სამკერდე ნიშნით "ენერგოქსელპროექტი", 1975 წელს შეტანილია "ენერგოქსელპროექტის" წარჩინების წიგნში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.182-183 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |