შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კუპრაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1936 წელს. მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მკვებავ ქვესადგურში პრაქტიკანტად, მორიგე ელექტრიკოსის თანაშემწედ, ტექნიკოსად. მალე გადმოიყვანეს თბილისში ელექტროქსელების ქვესადგურების უფროსად, შემდეგ ერთ-ერთი რაიონის უფროსად. შემდეგ დაინიშნა თბილისის ელექტროქსელების დირექტორად. ამ თანამდებობაზე მუშაობდა 30 წელი, სიცოცხლის ბოლომდე. თბილისის ელექტროქსელები მისი ხელმძღვანელობით მოწინავეთა შორის იყო და არაერთგზის გაიმარჯვა რესპუბლიკურ თუ საკავშირო მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.184 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |