The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ონიანი

გრიგოლ ონიანი
Date of birth:1919
Date of death:1979  (at 60 years)
Category:Public official, Scientist, Educator

Biography

დაიბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო შემდეგ იგი დაუბრუნდა თავის მშობლიურ ლენტეხის რაიონს და მუშაობა განაგრძო სოფელ ჟახუნდერის საშუალო სკოლის დირექტორად; შემდგომ წლებში დააწინაურეს და სამუშაოდ გადაიყვანეს ლენტეხის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ; დიდი სამამულო ომის წლებში იგი იყო სახალხო რაზმის აქტიური წევრი იყო; 1945-1952წწ. ლენტეხის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ მუშობდა; არჩეული იყო პარტიის რაიკომის წევრად, რაისაბჭოს დეპუტატად; 1952 წელს თბილისის ოლქის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორად გადაიყვანეს, ხოლო ოლქის გაუქმების შემდეგ განათლების სამინისტროს სასკოლო ინსპექტორად; 1955 წელს დაინიშნა თბილისის 62-ე საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც 20 წელი იმუშავა; 1975-1978წწ. იყო თბილისის 161-ე საშუალო სკოლის დირექტორი; ოთხჯერ იყო არჩეული თბილისის ორჯონიკიძის რაიონული საბჭოს დეპუტატად. პერსონალური პენსიონერი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.290; გრიგოლ ონიანი : ნეკროლოგი // სახალხო განათლება. - თბილისი, 1979. - 27 ივნისი

Awards and Honors

  • სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    განათლების საქმეში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

Share: