The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალოდია ლორთქიფანიძე

ვალოდია ლორთქიფანიძე
Legal name:ვლადიმერ ლორთქიფანიძე
Date of birth:1872
Date of death:27 June, 1909  (at 37 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Translator, Educator, Politician, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1896 წელს და ისტორიის შესასწავლად გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან ("ცნობის ფურცელი", "საქართველო", "დროება", "შრომა", "ივერია"), აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს და თარგმანებს. ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1901 წელს იყო სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის ერთ–ერთი დამაარსებელი და მთავარი კომიტეტის წევრი. მისი ენერგიული მოქმედებით ქართველ სოციალისტ-ფედერალისტები გაერთიანდნენ არა როგორც რუსეთის თანამოსახელე პარტიასთან არსებული ავტონომიური ჯგუფი, არამედ როგორც დამოუკიდებელი პარტია. პოლიტიკური საქმიანობისთვის ორჯერ იყო დაპატიმრებული; საბოლოოდ, 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტით გაათავისუფლეს. გარდაიცვალა აბასთუმანში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 37 წლის ასაკში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.855; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.429

Bibliography


Share: