The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიშა ლევანი

Legal name:გრიგორი ლევანი
Date of birth:1927
Date of death:1989  (at 62 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1949 წელს.

1949-1964წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "სოფლელექტროპროექტის" სოფლის ელექტრიფიკაციის განყოფილებაში ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, მთავარი სპეციალისტისა და განყოფილების უფროსის თანამდებობებზე. ამ პერიოდში მომზადდა 0,4-10 და 100კვ. სოფლის ელექტრიფიკაციის პროექტები, მათ შორის: "10 კვ. ეგხ ალგეთი"; 0,4 კვ. და 10 კვ. ეგხ დმანისისა და მარნეულის რაიონებში; ნარაზენის, ნასაკირალის, ლაითურის, ხეცერის, მოქვის, ლესიჭინეს ჩაის საბჭოთა მეურნეობების ელექტრიფიკაციის პროექტები, ყიზლარის ზამთრის საძოვრების ელექტრომომარაგების პროექტი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით მომზადდა პროექტები: ყარაბულახ-ეგირის მეცხოველეობა-მერძევეობის მეურნეობა და ტიუმენის ოლქის მენავთობეთა დასახლება (გარე განათება). 1965 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1974 წელს სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ინსტიტუტ "სოფლელექტროპროექტის" შეერთების შემდეგ "ენერგოქსელპროექტთან", ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" შეიქმნა სოფლის ელექტრიფიკაციის განყოფილება, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.188

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: