The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ლეჟავა

გურამ ლეჟავა
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით "აირმომარაგება და ვენტილაცია" 1969 წელს.

1959-1963წწ. მუშაობდა "ქუთაისგაზის" სამონტაჟო-საექსპლუატაციო სამსახურში ზეინკლად, უფროს ოსტატად და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსად; 1964-1981წწ. - ტრესტ "ქუთაისგაზის" მთავარი ინჟინერი; 1981-1982წწ. - ქუთაისის საგზაო-სარემონტო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1982-2002წწ. - "წყალტუბგაზის" ტექნიკური მომსახურების სამსახურის უფროსი; 2002-2005წწ. - სააქციო საზოგადოება "ქუთაისგაზი", კონსულტანტი ტექნიკურ საკითხებში, საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი, საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი; 2006-2013წწ. - ამავე კომპანიის ტენიკური უსაფრთხოების ინჟინერი. ტრესტ "ქუთაისგაზში" მუშაობის პერიოდში მან დიდი როლი ითამაშა ქუთაისის გაზმომარაგების სისტემების სრულყოფასა და განვითარებაში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.190-191

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - შრომის ვეტერანის მედალი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

გააზიარე: