Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მადონა ლეჟავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1967 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში". განვლო გზა ინჟინრიდან "ქვესადგურების, სარელეო დაცვის, ავტომატიკისა და მეორადი კომუტაციის" განყოფილების უფროსის თანამდებობამდე. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორცეილდა "500კვ ქვესადგური ქსანი"; "500კვ ქვესადგური ზესტაფონი"; "220კვ ქვესადგურების" "მენჯი", "ლისი", "მარნეული", წყალტუბო"; "110კვ ქვესადგურების" "რუსთავი"; "მიუსერა"; "ასპინძა". 1998-2003წწ. შეთავსებით მუშაობდა მთავარ სპეციალისტად საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი). განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი 220კვ ქვესადგურებში: "დიდი ბათუმი", "მენჯი", "ვექტორი" და "ვარდნილჰესში" არსებული სარელეო დაცვის მოწყობილობების შეცვლაში სიმენსის ფირმის ციფრული მოწყობილობებით, რაც განხორციელდა RWE-ს პროგრამის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებდა 220კვ ეგხ "პალიასტომების" გავლით ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას ქვესადგურ დიდი ბათუმიდან თურქეთში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.191
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |