The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო ლუარსამიძე

ვანო ლუარსამიძე
Legal name:ივანე ლუარსამიძე
Other name:ვანო დუშელი
მოუსვენარი  (Pseudonym)
შავთვალწარბა  (Pseudonym)
ჭაღარა ვანო  (Pseudonym)
Date of birth:3 October, 1867
Date of death:10 January, 1933  (at 65 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Writer, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის საოსტატო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო 6-კლასიანი სასწავლებელი 1885 წელს.

მსახურობდა თბილისის სახაზინო პალატაში გადამწერად (1887), დუშეთის ხაზინაში მოანგარიშედ (1896 წლიდან), თბილისის ხაზინაში ბუღალტრად (1903 წლიდან), საიდანაც როგორც არაკეთილსაიმედო თანამშრომელი 1910 წელს დაითხოვეს. 19 წლის ასაკში დაწერა პიესა "შევიშლები", რომელიც 1888-1889 წლებში იდგმებოდა სცენაზე. 1896 წლიდან "ცნობის ფურცელში" ათავსებდა კორესპონდენციებს, 1897-1901 წლებში "ივერიაში" აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს და ფელეტონებს. 1914-1915 წლებში გაზეთ "თანამედროვე აზრში" წერდა პუბლიცისტურ შენიშვნებს; 1922-1926 წლებში იყო გაზეთ "მუშის" და "კომუნისტის" კორესპონდენტი. დუშეთში მისი თაოსნობით დაარსდა ალექსანდრე როინაშვილის სახელობის წიგნთსაცავ-სამკითხველო.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.883

Bibliography


Share: