The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა გოჩელეიშვილი

კობა გოჩელეიშვილი
Other name:კეთილო
Date of birth:9 September, 1964
Date of death:12 December, 2021  (at 57 years)
Burial location:წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზო, დაბა შორაპნის სასაფლაო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
Category:Politician, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის ლითონჭრის ფაკულტეტი; მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია.

აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში; იყო ზესტაფონის საკრებულოს 3 მოწვევის დეპუტატი: განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე; საარჩევნო ფორმა: შორაპნის მაჟორიტარი დეპუტატი - დამოუკიდებელი; ორჯერ იყო წარდგენილი ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე; მუშაობდა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის; მის სახელს უკავშირდება უამრავი პროექტი, რომლებიც მოსახლეობაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას უკავშირდებოდა; მისი ინიციატივით და ორგანიზებით 1995-1997 წელებში დაიწყო საღვინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც ძველ ნაეკლესიარ ადგილზე აშენდა და სამ დასახლებას ემსახურება: დაბა შორაპანს, სოფელ საღვინეს და სოფელ წიფლავაკეს; ასევე 2021 წლის სექტემბერში მისი ინიციატივით და ორგანიზებით სოფელ მარტოთუბანში დაიწყო წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა; მან პირველმა გაამახვილა ყურადღება შორაპნის ციხის ტურისტულ პოტენციალზე, გააჟღერა "ოქროს საწმისის" იდეა, რომლის განხორციელებისთვისაც უდიდესი შრომა გასწია და აღნიშნული ტურისტული პროექტით დააინტერესა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება; შეისწავლა ხეზე კვეთის უძველესი ხელობა; საქართველოში გავრცელებული ძვიფასი ჯიშის ხის მასალებისგან ამზადებდა სხვადასხვა ზომის მცირე ზომის ჯვრებს, სხვადასხვა ზომის ლუსკუმებს და ხატებს; შორაპანში შექმნა წრე, სადაც მსურველებს უანგაროდ ასწავლიდა ხეზე კვეთის ხელოვნებას; მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისსა და ქუთაისში გამართულ რამდენიმე საზოგადოებრივ გამოფენაში.

წყარო: TV Argo - ტელეკომპანია "არგო": facebook.comfacebook.comyoutube.com


Share: