შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლობჟანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღები, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სპეციალობით "ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა" 1954 წელს. 1947-1948წწ. მუშაობდა სოფ. ღების კოლმეურნეობაში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილებს "შუა აზიის ნავთობგაერთიანების" "ფერგანის ნავთობძიების ტრესტში", სადაც მუშაობდა მბურღავად, ბურღვის ოსტატად, ბურღვის საწარმოო-ტექნიკური სამსახურის უფროსად. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და შეტანილ იქნა "შუა აზიის ნავთობგაერთიანების" საპატიო წიგნში. 1959 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1963 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობა. 1969 წელს ტრესტ "საქნავთობის" მიწვევით გადაყვანილ იქნა ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ სს ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობის" წარმოების მართვის განყოფილების უფროსად, წარმოების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსად. პარალელურად მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. "საქნავთობში" მუშაობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ნავთობის საბადოების ძებნა-ძიების საქმეში. არის სამგორი-პატარძეულის საბადოს ერთ-ერთი აღმომჩენი, რისთვისაც თანაგუნდელებთან ერთად, 1985 წელს მიენიჭა "სამგორის საბადოს პირველაღმომჩენის" საპატიო წოდება. მისი შრომითი საქმიანობა შეფასებულია სხვადასხვა ჯილდოთი: "მენავთობის ფრიადოსნის" მედალი და სხვ. არის დიდი სამამულო ომის ვეტერანი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.194 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |