The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ჩიჯავაძე-კედია

სოფიო ჩიჯავაძე-კედია
ოფიციალური სახელი:სოფიო ჩიჯავაძე
სხვა სახელი:სონა ჩიჯავაძე-კედია
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1993  (108 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კისისხევი, თელავის რაიონი.

დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი 1906 წელს; 1907-1911 წლებში სწავლობდა მოსკოვის ქალთა უმაღლეს სასწავლებელში.

თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელის დასრულების შემდეგ თვითონ ხელმძღვანელობდა გიმნაზიას და პედაგოგადაც მუშაობდა; დიპლომის აღების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა თბილისში, 1918 წელს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პირველ ქალთა გიმნაზიის გამგედ დანიშნეს; 1919 წლის 25 ნოემბერს სოფიო ჩიჯავაძე ცოლად ითხოვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრმა სპირიდონ კედიამ, რომელიც 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი იყო. ს. ჩიჯავაძემ მხოლოდ 1928 წელს მოახერხა პარიზში ქალიშვილთან ერთად ჩასვლა და სპირიდონ კედიასთან შეერთება; 1990 წელს, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კონკურსში ს. ჩიჯავაძის მოგონებების წიგნი "ნასმენ-ნახული" ილია ჭავჭავაძის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა. მისი დაბადების 100 წლისთავზე, პარიზის მაშინდელმა მერმა ჟაკ შირაკმა, როგორც პარიზის უხუცეს მოქალაქეს, საგანგებო მედალი და დიპლომი გადასცა. ლონგინოზ და ირაკლი ჩიჯავაძეების და. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.90

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: