Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ონიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს. დიდი სამამულო ომის დროს მონაწილეობდა კავკასიის დაცვაში, ამავე დროს ხელმძღვანელობდა სვანური სიმღერებისა და ცეკვის ფოლკლორულ ანსამბლ "ლილეოს" და მართავდა კონცერტებს ფრონტის ხაზზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, ხაშურის, ქუთაისის, ქ. თბილისის კიროვის, ლენინის, კალინინის რაიონის პროკურატურაში, ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ვაჭრობის სამმართველოს იურდიულ განყოფილებას. 1989 წელს თავის კოლეგებთან ერთად დააფუძნა საქართველოს იურისტთა კავშირი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის მუშაობაში. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი გამორჩეული იურისტი, განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.291
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |