შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ლომაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მახარაძის რაიონი (ახ. ოზურგეთის რაიონი). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს და მიეკუთვნა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. 1954-1955წწ. "საქენერგოპროექტი", ინჟინერი; 1955-1957წწ. - ასპირანტი; 1957-1969წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, ლაბორატორიის გამგე. კითხულობდა ლექციებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ელექტრიფიკაციის კათედრაზე. მუშაობდა მეფრინველეობის საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესების ელექტრომექანიზაციის და ავტომატიზაციის საკითხებზე. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970), 1976 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის სამეცნიერო წოდება; 1975-1979წწ. - ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1979-1996წწ. - სასოფლო-სამეურნეო წარმოების საპროექტო-ტექნილოგიური და საკონსტრუქტორო ინსტიტუტის დირექტორი. 1996 წელს გავიდა პენსიაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.196 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |