The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერი ლომთათიძე

ვალერი ლომთათიძე
Date of birth:27 December, 1956  (68 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით "ელექტრული ქსელები და სისტემები" 1978 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილსრესში, განვლო გზა მორიგე ელ. მონტიორიდან ელექტროლაბორატორიის უფროსობამდე. 1984 წლიდან -  "საქმთავარენერგოს" ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის მოადგილე; შემდეგ - საწარმოო-ტექნიკური განყოფილების სექტორის უფროსი, "საქმთავარენერგოს" უფროსის თანაშემწე; 1987-1990წწ. - რიონის ჰესების კასკადის დირექტორი; 1990-1993წწ. - თბილსრესის დირექტორის მოადგილე; 1993-2000წწ. - თბილტეცის დირექტორი; 2000-2001წწ. - ლაჯანურ ჰესის დირექტორი; 2001-2002წწ. - შაორჰესის დირექტორი; 2002-2006წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილე, თბილისის რეგიონალური ქსელის დირექტორი, აღმოსავლეთის ქსელის ნავთლუღის სერვისცენტრის მენეჯერი; 2006 წელს - სს "საქრუსენერგოს" ფილიალის საწარმოო-ტექნიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, შპს "ზაჰესის" მთავარი ინჟინერი; 2006-2007წწ. სს თბილსრესის გაკოტრების მმართველი; 2007-2008წწ. - შპს "ორთაჭალჰესის" დირექტორი; 2007 წლიდან - სს "ზაჰესის" ტექნიკური დირექტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.196


Share: