The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ონიანი

თენგიზ ონიანი
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1941  (83 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1964 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. იყო საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროში სამმართველოს უფროსი, ქ. თბილისის მეორე პურის ქარხნის დირექტორი, ბოლოს კი დააწინაურეს და დანიშნეს საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილედ. ეწეოდა ქველმოქმედებასაც. მართლმადიდებლურ ქვეყნებიდან ჩამოტანილი აქვს 100-მდე ძვირფასი ხატი, რომელიც ამშვენებს საპატრიარქოს და სხვადასხვა ტაძრებს. აღნიშნულის გამო მან არაერთხელ დაიმსახურა საქართველოს პატრიარქოს უწმინდესისა უნეტარესის ილია II-ის მადლობა.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.299


გააზიარე: