The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ლომიძე

ოთარ ლომიძე
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:2006  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გორის რაიონი.

1940 წელს ჩაირიცხა საქართველოს ინდურსტიული ინსტიტუტის ელექტროტექნიკურ ფაკულტეტზე. 1941 წელს მოხალისედ წავიდა არმიაში. 1945 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1949 წელს.

მუშაობა დაიწყო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" საპროექტო კანტორის ინჟინრად; 1951-1953წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" ელ. გადამცემი ხაზების სექტორის უფროს ინჟინრად, ჯგუფის, სექტორის უფროსად; 1963 წელს - ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" ელ. გადამცემი ხაზების განყოფილების უფროსად. 1969-1972წწ. მივლინებული იყო ეგვიპტეში საძიებო-კვლევითი საპროექტო ინსტიტუტის ეგვიპტის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, არე-ს სოფლის ელექტროფიკაციის მთავარი საბჭოთა ექსპერტის მოადგილედ. ხელმძღვანელობდა ადგილობრივი სპეციალისტების მომზადებას, ობიექტების დაპროექტებას. 1972-2006წწ. - "ენერგოქსელპროექტის" ელ. გადამცემი ხაზების განყოფილების უფროსი, შემდეგ მთავარი სპეციალისტი. მისი მოღვაწეობის დროს დაპროექტდა და აშენდა 500 კვ. ელ. გადამცემი ხაზები: ენგურჰესი-ზესტაფონი, ენგურჰესი-სოხუმი-მუხრანის ველი (ქსანი), ენგურჰესი-ცენტრალნაია-სტავროპოლჰესი (საქართველოს ტერიტორიაზე); 220 კვ. ელ. გადამცემი ხაზები: მენჯი-დ. ბათუმი, ვარდნილჰეს-4-დ. ბათუმი, დ. ბათუმი-ხოფა და მრავალი 110 კვ. და 35 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საიუბილეო სამკერდე ნიშნები: "ენერგოქსელპროექტი 1962-1972წწ., "უკრაინის გათავისუფლების 50 წლისთავისთვის"; მრავალი მადლობა და წარჩინების დიპლომი. მისი მოგონებები შეტანილია წიგნში "ენერგეტიკა დიდ სამამულო ომის 1941-1945წწ", რომელიც გამოიცა ქ. მოსკოვში 2005 წელს.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.200

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - დსთ-ს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1985 - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1944 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით"

გააზიარე: