The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ლორთქიფანიძე

მერაბ ლორთქიფანიძე
Date of birth:7 February, 1946  (78 years)
Category:Engineer, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1967 წელს.

1966-1968წწ. მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში" ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად; 1969-1971წწ. სწავლობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1972-1978წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-2003წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003 წლიდან - განყოფილების გამგე. მისი მოღვაწეობის სფერო მოიცავს ბეტონისა და რკინაბეტონის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევას. შეისწავლა ბეტონის შეზღუდული დეფორმაციის გავლენა მის სიმტკიცესა და დეფორმაციულობაზე, ბეტონის ცოცვადობის დეფორმაციის მიზეზები და მისი ბუნება. კვლევების საფუძველზე აღმოაჩინა, რომ ბეტონისა და სხვა მყარი კონსტრუქციული მასალების წრფივი ცოცვადობის დეფორმაცია მიმდინარეობს მხოლოდ ზედაპირულ აქტიურ გარემოში. ამ გარემოს მოცილების შემდეგ ცოცვადობა მთლიანად შექცევადია, რაც წარმოადგენს რებინდერის ეფექტის ახალ ფორმას. მიღებული აქვს მსუბუქი ბეტონის ახალი სახე - მსუბუქი პოლიმერლეჩობეტონი, რომელიც დანერგილია ენერგეტიკულ მშენებლობაში. მონაწილეობდა ენგურის თაღოვანი კაშხლის მშენებლობის პროცესში ბეტონის ხარისხის კონტროლის სამუშაოებში. წლების მანძილზე მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული პროფესორის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია და ორი სახელმძღვანელო, 53 სამეცნიერო ნაშრომი, ორი გამოგონება და პუბლიკაციები საერთაშორისო ჟურნალებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში. 1999-2003წწ. იყო საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის საკოორდინატორო საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1976), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2003).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.201

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: