Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ლორია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1952-1953წწ. - "ვოროშილოვგრადშახტმშენი" (უკრაინა) - კადიევსკის სარემონტო-მექანიკური ბაზის ელექტროსაამქროს ოსტატი; 1953-1956წწ. - მთავარი მექანიკოსის განყოფილების ინჟინერი; 1954-1956წწ. - "საქენერგო", ენერგოსისტემის მორიგე დისპეტჩერის თანაშემწე; 1956-1960წწ. - სადისპეტჩერო სამსახურის რეჟიმების ჯგუფის ინჟინერი; 1960-1963წწ. - ავარიებთან ბრძოლისა და უსაფრთხოების ტექნიკის განყოფილების ინჟინერი; 1963-1968წწ. - ავარიებთან ბრძოლისა და უსაფრთხოების ტექნიკის განყოფილების უფროსი; 1968-1974წწ. - ცენტრალური (თბილისის) ელექტროქსელების მთავარი ინჟინერი; "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე სოფლის ელექტრიფიკაციის განხრით, კოლეგიის წევრი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გამანაწილებელი ელექტროქსელების პერსონალისათვის სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნაში. ქართულად თარგმნა 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში მუშაობის უსაფრთხოების წესები, სხვა სახელმძღვანელოები. თბილისის ელექტროქსელებში მისი თაოსნობით ჩამოყალიბებულ იქნა სპეციალიზებული გამსვლელი სარემონტო ბრიგადები ცენტრალიზებული კომპლექსური რემონტებისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა ელექტრული დანადგარების დროული და ხარისხიანი შეკეთებები. ეს მეთოდი დანერგილ იქნა მთელ ენერგოსისტემაში. მისი უშუალო ინიციატივით შესაძლებელი გახდა 0,4-6-20 კვ. ძაბვის გამანაწილებელი ელექტროქსელებისათვის სპეციალური რკინაბეტონის ანძების დამზადება და მათი გამოყენება ელექტროგადამცემი ხაზებისათვის, რითაც მრავალი ათასი კუბ. მეტრი ხის ანძები შეიცვალა, მკვეთრად გაიზარდა იმედიანობა, სოფლად ელექტრიფიკაციის მოცულობა და მოიხსნა ხის ანძების დეფიციტი. მისი მცდელობით და მონაწილეობით დაიწერა 35 კვ. და ზევით ელექტროქსელის პერსონალისათვის ინსტრუქციები და სახელმძღვანელოები, რამაც ხელი შუწყო ელექტრომონტიორების და საშუალო რგოლის მუშაკების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას. დაიმსახურა არაერთი მადლობა და სიგელი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.201-202 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |