შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კაკაჩა კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი პროფესორ დიმიტრი თაყაიშვილის სახელოსნო. მხატვრის შემოქმედების ძირითადი თემებია პეიზაჟი, ნატურმორტი და კომპოზიცია; მისი მხატვრობისთვის დამახასიათებელია თეთრი ფერი; მხატვარი ოსტატურად იყენებს თეთრი ფერის მთელ დიაპაზონს, რითაც მისი ნამუშევრები - თეთრი პეიზაჟების თუ, თეთრი სახლების სერიები გამორჩეული და დასამახსოვრებელია; აღსანიშნავი ნამუშევრებია: "თეთრი ქალაქი", "გრამაფონი", "და მიცურავს გემი", "შადრევანთან", "ძველი თბილისი", "ბერნარდა ალბას სახლი", "მონაზვნები", "ზინგერი", "ტრამვაი სტალინი" და სხვ; მიღებული აქვს მონაწილეობა 5 პერსონალურ და 25 ჯგუფურ გამოფენაში. 1980 - იან წლებში იყო თბილისში, აბანოთუბანში ახალგაზრდა მხატვრების კლუბ ფიროსმანის ერთერთი დამაარსებელი; 1987 წ. ფილმის "საიდუმლო"- მიტროფანე ლაღიძე, მხატვარი (მიხეილ იაშვილთან ერთად). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებში; 2011 წელს "ბაია" გალერეამ მოაწყო თამაზ კაკაბაძის ნამუშევრების რეტროსპექტივა და გამოსცა ალბომი "კაკაჩა". ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ქართული მხატვრობის ერთერთი გამორჩეული წარმომადგენელი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |