The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბარე როსტომაშვილი

სხვა სახელი:ბაბო როსტომაშვილი
ბარბარე როსტომაშვილი-ვორონოვი
დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:1968  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ლალისყური, თელავის მუნიციპალიტეტი.
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

თელავის წმინდა ნინოს სასწავლების დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის თეატრალურ (სამხატვრო) სტუდიაში, სადაც მას თეატრალურ ხელოვნებას ასწავლიდნენ სტანისლავსკი და ნემიროვიჩ-დანჩენკო.

1905-1917 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, პროფესორ გერეანის ბინაში. მასთან ხშირად იკრიბებოდნენ მოსკოვში მცხოვრები ქართველი სტუდენტები. 1904 წელს ბარბარე როსტომაშვილის ხელმძღვანელობით თელავში დაიდგა აკაკი წერეთლის "პატარა კახი", პიესაში ერეკლე II როლი მან შეასრულა, ხოლო ტურფას როლი მისმა დამ ტასო როსტომაშვილმა (სანდრო ახმეტელის პირველი ცოლი). მას შესრულებული აქვს ნატალიას როლი ფილმში "ქრისტინე" (რეჟისორი, ალექსანდრე წუწუნავა, 1916-1918). ბარბარე როსტომაშვილმა 60 წლის მანძილზე საქართველოსა და რუსეთის თეატრების სცენაზე შეასრულა 100-ზე მეტი როლი; სოფელ ლალისყურისა და ფშაველის კლუბებში მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა მხატვრული კონცერტები, წიგნების გამოფენები და თეატრალური წარმოდგენები. ბარბარე როსტომაშვილი გარდაიცვალა სოხუმში, შემდეგ მადლიერმა ლალისყურელებმა სოფელ ლალისყურში გადაასვენეს. ივანე როსტომაშვილის შვილი, ტასო როსტომაშვილ-ახმეტელის და.

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.88


გააზიარე: