შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუგული მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემია 1954 წელს; თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1959 წელს. 1959-1963წწ. - საკავშირო ტრესტ "ტრანსელექტრომონტაჟი"-ს 705 ელექტროსამონტაჟო მატარებელში ელექტროშემკეთებელი, წევის ქვესადგურების დამონტაჟების ოსტატი, გამწყობ-გამშვების ინჟინერი; 1963-1969წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის საგზაო ელექტროტექნიკური ლაბორატორიის უფროსი ელექტრომექანიკოსი, უფროსი ინჟინერი; 1969-1978წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის მთავარი ინჟინერი; 1978-1983წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის უფროსი; 1983-1988წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე, საგზაო რევიზორი მოძრაობის უსაფრთხოების დარგში; 1988 წლიდან - ამიერკავკასიის რკინიგზის მოძრაობის სამსახურის უფროსის მოადგილე მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგში; 1988-1990წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზის ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1990-1993წწ. - საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მეურნეობის სამმართველოს უფროსი, გზის უფროსის მოადგილე; 1991-1995წწ. - საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1995-2004წწ. საქართველოს რკინიგზის სახელმწიფო დეპარტამენტი - გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. 2004 წლიდან პენსიონერი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.205; მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი: maisuradzeni.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |