შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო შიუკაშვილი-გოგნიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თელავის წმინდა ნინოს ოთხკლასიანი სასწავლებელი (13 წლის ასაკში ანა ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიით); სწავლა გააგრძელა თბილისის წმინდა ნინოს შვიდკლასიან სასწავლებელში. მუშაობდა პედაგოგად ჩერქეზიშვილის ოჯახში, ბოდბის დედათა მონასტერთან არსებულ წმინდა ნინოს ორკლასიან სასწავლებელში. თელავში დაბრუნების შემდეგ, ნინო შიუკაშვილმა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსის, იანოვსკისგან მიიღო კერძო სასწავლებლის გახსნის უფლება, რომელიც ატარებდა ასეთ სახელწოდებას: "Частное учебное заведение III разряда Н. М. Шиуковой". ამ სასწავლებელში თითქმის ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა და ფაქტობრივად იგი პირველ ქართულ სკოლას წარმოადგენდა, შემდეგ ნინო შიუკაშვილი მეუღლესთან, ალექსანდრე გოგნიაშვილთან ერთად საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც ისინი საზოგადოება "კახეთის" მესვეურები იყვნენ, მათი ოჯახი საქართველოდან ჩასული ახალგაზრდების შეხვედრების ადგილი იყო. შემონახულია ცნობა, რომ 1907 წელს, როდესაც ილია ჭავჭავაძე სანკტ-პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს მეორე სხდომაზე ჩავიდა, იგი ნინო შიუკაშვილის ოჯახში დაბინავდა. 1910 წელს ნინო შიუკაშვილი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ გახსნილ სკოლას. მისი მოთხრობები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ საბავშვო ჟურნალებში. წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |