შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულიკო მაისურაძე-ბერაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით "მარგი წიაღისეულის საბადოთა დაზვერვის ტექნიკა და ტექნოლოგია" 1973 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1973 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობის" თბილისისპირა ღრმა ბურღის ძიებაში, ჯერ მუშად ჭაბურღილზე, შემდეგ საწარმოოტექნიკურ განყოფილებაში ინჟინრად. 1975 წელს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად, შემდეგ მთავარი ინჟინრის მოადგილედ უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებში. 1980 წელს არჩეული იქნა სგ "საქნავთობის გაერთიანებული პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1984-2007წწ. იყო "საქნავთობის" პროფკომიტეტის თავმჯდომარე; 1999-2005წწ. - სააქციო საზოგადოება ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2007 წლიდან - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მთავარი სპეციალისტი. მინიჭებული აქვს ნავთობის, გაზის და ნავთობგაზკომპლექსის მშენებლობის პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პრემიის ლაურეატის წოდება და დაჯილდოებულია სამკერდე ნიშნით. 2013 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დააჯილდოვა მედლით "დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" და გადაეცა შესაბამისი მოწმობა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.207 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |