The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მუშეგ მამასახლისოვი

Date of birth:1905
Date of death:1979  (at 74 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს.

1931-1933წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილებაში; 1933-1938წწ. - ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" სომხეთის განყოფილებაში; 1938 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა გააგრძელა "თბილჰიდროპროექტში", საპროექტო განყოფილების უფროსად; 1963 წლიდან - ტექნიკური განყოფილების უფროსი. 1974 წლიდან პენსიაზე გავიდა და გააგრძელა მუშაობა მთავარ სპეციალისტად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავდა ამიერკავკასიის მრავალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, მათ შორის, სამგორის ჰესების, გიუმუში ჰესის, შაორი ჰესის, ტყიბული ჰესის, ვარციხე ჰესების, ბზიბის ჰესის და სხვა, ასევე 3 ჰესის პროექტი ბულგარეთისათვის. მიღებული აქვს სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.308

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: