The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ყიფშიძე

გიორგი ყიფშიძე
Other name:გიგო ყიფშიძე
ფრონისპირელი  (Pseudonym)
Date of birth:20 November, 1891
Date of death:November, 1951  (at 59 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო (პანთეონი), თბილისი
Category:Translator, Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1910 წელს.

თავის პროფესიით არ უმუშავნია; ეწეოდა სარეჟისორო მოღვაწეობას; 1926 წელს თბილისში დაარსდა ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა მიხეილ ჭიაურელი, რომელმაც თეტრში სამუშაოდ კომპოზიტორი ვალერიან ცაგარეიშვილი და რეჟისორი გიგო ყიფშიძე მიიწვია; 1932 წელს ახლად დაარსებულ ზუგდიდის პროფესიულ დრამატულ თეატრში (ახ. შალვა დადიანის სახელობის), პირველ სპექტაკლებად წარმოდგენილი ნ. შიუკაშვილის "სამართალი" და პ. სამსონაძის "სალტე", გ. ყიფშიძე ორივე სპექტაკლის რეჟისორი იყო; შესრულებული აქვს როლები რამდენიმე ქართულ თეატრში; გადაღებულია ქართულ ფილმებში: "ქისტინე" (იასონი, რეჟ. ა. წუწუნავა, 1916), "ქარიშხლის წინ" (რეჟ. კ. მარჯანიშვილი, 1924), "ნახვამდის" (რეჟ. გ. მაკაროვი, 1934), "ხიდი" და "გიორგი სააკაძე" (რეჟ. მ. ჭიაურელი 1942-43); ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას, ნათარგმნი აქვს რამდენიმე პიესა, რომლებიც  ქართული თეატრის სხვადასხვა სცენაზე დაიდგა; თეატრში მსახიობებს ასწავლიდა სწორ მეტყველებას, დიქციას და ინტონაციას. გაზეთ "ივერიის" მთავარი რედაქტორის გრიგოლ ყიფშიძის შვილი; კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და საქართველოში სცენური მეტყველების ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება, წევრი (1917-)

Share: