Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ავალიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია; 1913 წელს სწავლა განაგრძო ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მათემატიკის განხრით. 1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარი გამგის დიმიტრი უზნაძის ბრძანებით, თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, იოსებ ავალიშვილი ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა; 1920 წლის 10 ივლისს, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის თხოვნა საზოგადოების მიერ მოწონებული არითმეტიკის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ. გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა სახელმძღვანელოს დაბეჭდვა, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო არ შეეძლო მისი მომავალი სასწავლო წლისთვის გამოცემა. ამავე წლის 30 ოქტომბერს ი. ავალიშვილმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს აცნობა, რომ ყველასთვის ცნობილი ეკონომიკური კრიზისის გამო იძულებული იყო სხვა დაწესებულებაშიც ემსახურა, რის გამოც არ შეეძლო გიმნაზიაში 18 გაკვეთილი ჩაეტარებინა და იტოვებდა მხოლოდ 6 გაკვეთილს, დანარჩენზე კი უარს ამბობდა; წლების განმავლობაში თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტისა და საფინანსო ეკონომიური ინტიტუტის დოცენტი იყო; 1922-1925 წლებში იგი უნივერსიტეტში და თბილისის სხვა ცნობილ დაწესებულებებში საფინანსო ნაწილის გამგედ მუშაობდა; ხოლო 1934 წელს, უნივერსიტეტში შექმნილი მისთვის მიუღებელი გარემოს გამო, პროტესტის ნიშნად, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დატოვა უნივერსიტეტი; მომდევნო წლები მსახურობდა როგორც მათემატიკისა და საფინანსო დარგის ლექტორი და მასწავლებელი თბილისის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე ორი წელი გიორგევსკში და ერთი წელი გურჯაანში იმუშავა, როგორც მათემატიკის პედაგოგმა და ლექტორმა; თბილისში დაარსა "საბუხჰალტრო" (საბუღალტრო) კურსები, სადაც უსახსრობის გამო, ბევრი უფასოდ იღებდა განათლებას. არის ავტორი პირველი მათემატიკური ტერმინების ლექსიკონისა ქართულ-რუსულ და რუსულ-ქართულ ენებზე, რომელიც 1917 წელს საკუთარი სახსრებით გამოსცა, აგრეთვე ავტორია სახლემძღვანელოებისა მათემატიკისა და საფინანსო დარგებში. ერეკლე II–ის შთამომავალი დედის მხირად (დედა - ეკატერინე ესტატეს ასული ციციშვილი ერეკლე II–ის შთამომავალი მარიამ ბატონიშვილის მხრიდან). შრომითი წარჩინებისთვის მიღებული აქვს მთავრობის მედალი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |