The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ონიანი

ქეთევან ონიანი
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი სპეციალობით სამკურნალო საქმე 1984 წელს; ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქალაქის I საავადმყოფო ინტერნატურა, სპეციალობა: თერაპია (1984-1985); ქ. მოსკოვის  მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის რევმატოლოგიის ინსტიტუტი კლინიკური ორდინატურა, სპეციალობა: რევმატოლოგია (1988-1990); საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია საქართველო  მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა (2003); ქ. მოსკოვის  მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის რევმატოლოგიის რუსეთი ინსტიტუტი სახსრების დაავადებათა (ანთებითი და არაანთებითი) ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აკადემიური პროგრამა (2006); The European League Against Rheumatism (EULAR) თურქეთი სახსრების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ბაზისური კურსი (2016).

1985-1988წწ. ქ. რუსთავის მედ. სან. ნაწილი თერაპევტი; 1990 წლიდან ქ. თბილისის აკად. ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი რევმატოლოგი, სახსრების ულტრაბგერითი კვლევის სპეციალისტი; 2009 წლიდან ავერსის ცენტრალური კლინიკის ექიმი რევმატოლოგი, სახსრების ულტრაბგერითი კვლევის სპეციალისტი; 2009 -2012წწ. ოჯახის კლინიკა (BCI-ალდაგი) ექიმი რევმატოლოგი; იგი მრავალი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორია, რომელიც რეგულარულად იბეჭდება სამედიცინო მიმართულების ჟურნალებსა და გამოცემებში; აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და მედიცინის მეცნიერთა შეხვედრებში. მედიცინის დოქტორი (2002).

სადოქტორო დისერტაციის თემა – "სახსრების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ანთებითი და არაანთებითი რევმატიული დაავადების დროს", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.309; "ავერსის კლინიკა" : aversiclinic.ge


გააზიარე: