The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი მასი

ევგენი მასი
Date of birth:17 February, 1940  (85 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა მიწათმოწყობის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-მიწათმომწყობის კვალიფიკაციით 1962 წელს; წყალთა მეურნეობის ინჟინერთა ინსტიტუტი 1965 წელს.

1965 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1976 წელს გახდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სპეციალობით ჰიდრავლიკა, ჰიდრომექანიკა. გამოქვეყნებულია აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის, მონოგრაფიები. მიღებული აქვს მრავალი საავტორო უფლება. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა ზღვების, წყალსაცავებისა და მდინარეების ნაპირების ჰიდროდინამიკა და საინჟინრო ნაგებობები. ამ მიმართულებით ავტორია სპეციალური გაანგარიშებებისა, რომელთა საფუძველზე დამუშავებულია სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისი განყოფილებები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 71 საკანდიდატო და 8 სადოქტორო დისერტაცია. მონაწილეობდა TUNESCO და IUNIDO-ს მიერ რუსეთში, ბულგარეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში განხორციელებულ პროექტებში, როგორც ექსპერტი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამენციერო-კვლევით ინსტიტუტში, სატრანსპორტო მშენებლობის საკავშირო ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა. 1990 წლიდან ცხოვრობს და საინჟნრო კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე მოღაწეობს ბელგიაში. მიღებული აქვს კაპიცას ორდენი (1998), რუსეთის ფედერაციის წმინდა გიორგის ორდენი (2001), ა. პოპოვის სახელობის ოქროს ვარსკვლავი (2005), აკადემიკოს ს. კოროლიოვის ოქროს მედალი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1980).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.210

Member of Organizations

  • რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (1999-)

Bibliography


Share: