Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირიან მელუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ლევილი, საფრანგეთი. დაიბადა ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრის მირიან მელუას ოჯახში. მირიან მელუას მამა მირიან მელუა (1903-1991) სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო როცა ის 1924 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს (იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი). გათავისუფლების შემდეგ, მან მოახერხა საფრანგეთში ემიგრაციაში წასვლა და 1936 წელს ცოლად შეირთო ასევე პოლიტიკური ემიგრანტის შვილი მარიამ ბარნოვი (1913-1999). მირიან მელუამ (მამა) შალვა სკამკოჩაიშვილთან ერთად, 1948 წელს, პარიზში გამოსცა "ქართული ლექსიკონი". მირიან მელუას (შვილი) კარიერა წარმატებული იყო როგორც სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულებით, ასევე საინფორმაციო საშუალებებში მოღვაწეობის მიმართულებით. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ კომპანიებში (IBM, Banque "Populaire", BNP Paribas), იყო საქართველოს შესახებ საინფორმაციო პორტალის "Info brèves Géorgie"-ს დამფუძნებელი, რედაქტორი და ასევე ინტერნეტ- საინფორმაციო საძიებო გვერდის colisee.org- ის ავტორი. ნაყოფიერად თანამშრომლობდა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, როგორც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების ხაზით, ასევე ქართველი ემიგრანტების შესახებ კატალოგებისა და დოკუმენტური მასალების შექმნის მხრივ. 2003 წელს, თავის ძმასთან-ლუკა მელუასთან (MÉLOUA LUCIEN- ინჟინერი, ჟურნალისტი, 1936-2010) ერთად, გამოსცა წიგნი "ლევილ სურ ორჟი და საქართველო, საერთო ისტორია"; ამავე წელს ძმებმა და კლოდ პარმენტიემ საფუძველი ჩაუყარეს ტრადიციულ დღესასწაულს: "ლევილ სურ ორჟის ფრანგულ-ქართული დღეები". მირიან მელუას დახმარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მირიან მელუამ (დასთან ელენე მელუასთან ერთად) გადასცა კარლო ჩხეიძისა და მისი ოჯახის წევრების დიპლომატიური პასპორტები და სხვა დოკუმენტები. პუბლიცისტ მირიან მელუას შვილი, საფრანგეთში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენელი. წყარო: Académie géorgienne-française = ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |