შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. იმავე წელს დატოვეს კათედრაზე. კითხულობდა ლექციებს თეორიულ მექანიკაში, ელექტროტექნიკაში, ელექტრულ მანქანებში, ფიზიკაში, მაღალი ძაბვის ტექნიკასა და ავტომატიკაში. 1934-1939წწ. მუშაობდა "საქმთავარენერგოში" სადისპეტჩერო სამსახურის რეჟიმების ჯგუფის ხელმძღვანელად. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით მუშავდებოდა ენერგოსისტემის მუშაობის ეფექტურობისა და მდგრადობის შემდგომი გაზრდის აქტუალური საკითხები. 30 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული მანქანების კათედრის ხელმძღვანელი და 20 წლის განმავლობაში ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. გამოზარდა ელექტროტექნიკოსთა ღირსეული თაობები. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 10 გამოგონებისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. დაჯილდოებულია მრავალი მედლით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.216-217 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |