The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მახარაძე

გიორგი მახარაძე
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1994  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი.

იმავე წელს დატოვეს კათედრაზე. კითხულობდა ლექციებს თეორიულ მექანიკაში, ელექტროტექნიკაში, ელექტრულ მანქანებში, ფიზიკაში, მაღალი ძაბვის ტექნიკასა და ავტომატიკაში. 1934-1939წწ. მუშაობდა "საქმთავარენერგოში" სადისპეტჩერო სამსახურის რეჟიმების ჯგუფის ხელმძღვანელად. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით მუშავდებოდა ენერგოსისტემის მუშაობის ეფექტურობისა და მდგრადობის შემდგომი გაზრდის აქტუალური საკითხები. 30 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული მანქანების კათედრის ხელმძღვანელი და 20 წლის განმავლობაში ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. გამოზარდა ელექტროტექნიკოსთა ღირსეული თაობები. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 10 გამოგონებისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. დაჯილდოებულია მრავალი მედლით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.216-217

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: