The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მახარაძე

გურამ მახარაძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელსადგურების, ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1963 წელს.

1963-1966წწ. მუშაობდა ტყვარჩელსრესში, თბილსრესში მორიგე ინჟინრად; 1966 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის ასისტენტი; 1969-1972წწ. - ასპირანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1986). გამოიკვლია ელექტრულ ქსელებში გრძივი და განივი ასიმეტრიის არსებობისას მიწაში დაინდუქცირებული დენების განაწილების კანონზომიერება და დაადგინა ელექტროგადამცემი ხაზების ელექტრული პარამეტრები სხვადასხვა მიმართულების დენების მიმართ. კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე წამყვან დისციპლინებში: ელექტრული ენერგიის გადაცემა და განაწილება, ენერგოსისტემის რეჟიმების მართვა და ოპტიმიზაცია, ელექტრული ქსელების დაპროექტება. 2004 წლიდან - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ელექტრული რეჟიმებისა და ენერგოსისტემის განვითარების განყოფილების უფროსი. აქტიურად მონაწილეობს რეგიონალური ინტეგრაციის ენერგეტიკული საკითხების გადაჭრაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სრული პროფესორი და ამავე ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.217-218

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: