The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იასუჰირო კოჯიმა

იასუჰირო კოჯიმა
Date of birth:18 February, 1976  (49 years)
Category:Linguist, Translator, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ავარა, ფუკუის პრეფექტურა (იაპონია).

1994–1998 წლებში სწავლობდა ტოკიოს უნივერსიტეტში ზოგადი ენათმეცნიერების განხრით, 1998–2006 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

იასუჰირო კოჯიმა ქართული ენით ტოკიოს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაინტერესდა და ჰ. არონსონის ქართული ენის თვითმასწავლებლის (ინგლისურ ენაზე) მეშვეობით შეისწავლა ქართული ენა. საქართველოში პირველად 1998 წლის ზაფხულში თვენახევრით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტებისთვის გამართულ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, მეორედ 1999 წელს, ასევე ხანმოკლე დროით. 2000 წელს სასწავლებლად თბილისში გადმოვიდა. 2002 წლამდე იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სწავლობდა კავკასიურ ენებს, სადაც ეუფლებოდა როგორც ქართულ, ასევე მეგრულ-ჭანურ და სვანურ ენებს; პარალელურად, უნივერსიტეტში სტუდენტებს იაპონურ ენას ასწავლიდა; 2013–2018 წლებში მუშაობდა იაპონიის საელჩოს ატაშედ საქართველოში. იასუჰირო კოჯიმა იაპონიაში აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტში ასწავლის ქართულ ენას; თარგმნის პროზაულ ნაწარმოებებს, როგორც ქართულიდან იაპონურად, ასევე იაპონურიდან ქართულად. მან იაპონურად თარგმნა ვაჟა-ფშაველას მოთხრობები "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ვერხვი", "ჩხიკვთა ქორწილი" და ერთ წიგნად გამოსცა 2018 წელს; პოემები "ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი" და "გველის-მჭამელი", "არჩილური", რომლის შინაარსიც 1904–1905 წლების რუსეთ–იაპონიის ომში იაპონელების მიმართ ქართველი ხალხის იდუმალი სიმპათიის გამოძახილია; აკაკი წერეთლის ლექსი "გურული ნანინა", რომელიც ამავე ომში იაპონელების გმირული ბრძოლისა და სახელგანთქმული მარშლის, ივაო ოიამას შეფარულ ხოტბას წარმოადგენს; იაპონურად ნათარგმნი აქვს ასევე ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (2004), ლაშა თაბუკაშვილის "მშვიდობით ქალბატონო" (2006) და გოდერძი ჩოხელის "დავიწყების მდინარე" (2009). 2011 წელს იაპონურ ენაზე გამოსცა ქართული ენის სახელმძღვანელო. იაპონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, ლინგვისტი, კავკასიოლოგი და მთარგმენლი. ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტის ლექტორი, იაპონიის საელჩოს ატაშე საქართველოში (2008–2018); მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის მედალი "სამოქალაქო თავდადებისთვის" (2013), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრემია "ოქროს ფრთა" (2017), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო -
გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის (2019).

წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდიkvirispalitra.ge; ჟურნალი "თბილისელები" : old.tbiliselebi.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.201

Bibliography


Share: