The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან მდივანი

დაბადების თარიღი:1919
გარდაცვ. თარიღი:1992  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1941 წელს.

1941-1945წწ. მუშაობდა თბილისის ტრიკოტაჟის კომბინატში მორიგე ინჟინრად; 1950-1968წწ. - "სოფელექტროპროექტში" სოფლების ელექტომომარაგების პერსპექტიული პროექტირების განყოფილებაში ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, პროექტის მთავარი ინჟინრის, განყოფილების უფროსის თანამდებობებზე. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დამუშავებულ იქნა მთელი რიგი პროექტები, როგორიცაა 110 კვ. ქვესადგურები: ზესტაფონი, ხაშური, ასპინძა, რუსთავი. შემუშავდა საქართველოს არაელექტროფიცირებული რაიონების, მაღალმთიანი სოფლების, ყიზლარის ზამთრის საძოვრების ელექტრომომარაგების განვითარების პერსპექტიული სქემები. 1968 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში". 1968-1974წწ. იყო პერსპექტიული პროექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პროექტის მთავარი ინჟინერი, განყოფილების უფროსი; 1974-1978წწ. - ეკონომიკისა და ენერგოსისტემის ექსპლუატაციის ორგანიზაციის პროექტირების მთავარი ინჟინერი, განყოფილების უფროსი. პენსიაზე გასვლის შემდეგ, 1978 წლიდან მუშაობდა "პერსპექტიული პროექტირების" განყოფილებაში ჯგუფის ხელმძღვანელად.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.221

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: