შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია მებუკე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1931 წელს. 1931 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის "ელექტროტოკის" ტექნიკური განყოფილების ინჟინრად ცნობილი ენერგეტიკოსის ბესარიონ ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით; 1932 წელს - ენერგოსისტემის დისპეტჩერი; 1933 წელს - რიონჰესის მორიგე ინჟინერი; 1934 წელს - ზაჰესისა და რიონჰესის გაერთიანებული ენერგოსისტემის სადისპეტჩერო პუნქტის მორიგე დისპეტჩერი; 1935 წელს - ამიერკავკასიის ენერგოგაერთიანება "ზაკენერგოს" დისპეტჩერი. 1935 წელს მივლინებული იყო ლენინგრადში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ამიერკავკასიის ენერგოსისტემის რელეური დაცვის სამსახურის უფროს ინჟინრად, შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელად, სადაც 1954 წლამდე იმუშავა. 1954 წლიდან - "საქენერგოპროექტი", ავტომატიკისა და რელეური დაცვის სექციის უფროსი; 1960 წლიდან - ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტი", რელეური დაცვის ავტომატიკის, ტელემექანიკისა და კავშირგაბმულობის განყოფილების უფროსი; 1975 წლიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა ენერგოქსელპროექტის ტექნიკური განყოფილების უფროს სპეციალისტად რელეურ დაცვაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.222 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |