შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ მენაბდე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1936 წელს. 1944 წლიდან მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში"; 1950-1953წწ. იყო ორთაჭალჰესის პროექტის მთავარი ინჟინერი. პროექტის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ლაჯანურჰესის პროექტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ და ამავდროულად მშენებლობის ორგანიზაციისა და ხარჯთაღრიცხვის განყოფილების გამგედ. ლაჯანურჰესის მშენებლობის პერიოდში სისტემატურად იმყოფებოდა მშენებლობაზე და ხელმძღვანელობდა მას. 1956 წელს ორი წლით იყო მივლინებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ტექნიკურ დახმარებას უწევდა მდინარე "იანცზის" სქემის დამუშავებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.224 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |