Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქართლოს მესხელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი გზათა მიმოსვლის ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1948 წელს. 1949-1951წწ. მუშაობდა "სოიუზდორპროექტში" ინჟინერ-დამგეგმარებლად; 1952-1955წწ. - ასპირანტი; 1955 წლიდან - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1960). 1964 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1978წწ. მივლინებული იყო სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ქვეყნის ერთ-ერთი რაიონის ჰიდროლოგიური გამოკვლევის შესასრულებლად. მისი მოღვაწეობის სფეროში შედიოდა წყალსაცავების დალამვის პროცესების გამოკვლევა, აეროდინამიკური პროცესების ჰიდრავლიკური მოდელირება, ნაგებობათა და მდინარეთა ურთიერთქმედება, მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციის საანგარიშო მეთოდოლოგიის შემუშავება, ჰესების კაშხლის დარღვევით გამოწვეული ტალღური დონეების პროცესი (ჟინვალის ჰესი, ენგურჰესი), ღია ნაკადების ჰიდრავლიკური გაანგარიშებები, სხვადასხვა სახის ჰიდროლოგიური გათვლები და ა.შ. ავტორია 25-ზე მეტი ნაშრომისა; მიწვეული იყო სხვადასხვა საკავშირო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციებზე, ხოლო 1990 წელს საერთაშორისო ჰიდრავლიკურ კონგრესზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.226 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |