The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ბექაია

ზურაბ ბექაია
Date of birth:10 August, 1974  (50 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით 1996 წელს; ახალგაზრდა დიპლომატთა კურსები, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1996 წლის სექტემბერი-ნოემბერში.

1994-1995წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელი სამდივნოს სტაჟიორი; 1995-1996წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი; 1996-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს ატაშე; 1997-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს პირველი მდივანი; 1999-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი; 2002-2005წწ. ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში; 2005-2007წწ. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის სამართლებრივი ექსპერტიზის სამსახურის უფროსი; 2007-2013წწ. სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამართლებრივი ექსპერტიზისა და მარეგულირებელ კომისიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2013-2014წწ. საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კვიპროსის რესპუბლიკაში; 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში; 2018 წელს შპს "აგრიფარმინგის" დამფუძნებელი და დირექტორი.
სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა: დეკემბერი 1998 − მარტი 1999 − ეუთო-ს კოსოვოს სავერიფიკაციო მისია; 2000− 2001წწ. ეუთო-ს მისია კოსოვოში, დემოკრატიზაციის ოფიცერი, ისტოკი / კლინას საველე ოფისის უფროსი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.47


Share: