The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი გივიაშვილი

ირაკლი გივიაშვილი
Date of birth:21 December, 1975  (49 years)
Category:Diplomat

Biography

დაიბდების ადგილი: ქ. გორი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სპეციალობით საერთაშორისო სამართალის იურისტის კვალიფიკაციით 1998 წელს; ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა სამართლის მაგისტრის ხარისხით 2001 წელს; ნოტინგემ ტრენტ უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) ნოტინგემის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამა სამართლის დოქტორის ხარისხით 2011 წელს.
1999 წლიდან იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი; 1999-2002წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ატაშე / III მდივანი; 2002-2004წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი; 2006-2007წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მინისტრის სამდივნოს სამმართველოს უფროსი; 2007-2010წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი; 2011-2014წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 2014-2017წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2017 წლიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.56


Share: