Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1997-1998წწ. იყო საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 2000-2001წწ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; 2001-2004წწ. ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი, სასამართლო რეფორმისა და ანტიკორუფციული პროგრამის დირექტორი; 2004 წლიდან თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2000-2005წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, უფროსი მასწავლებელი; 2005-2006წწ. საგარეო საქმეთა სამინიტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2006-2009წწ. ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს, ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩეველი; 2009- 2012წწ. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში; 2018 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; 2017 წელს მიენიჭა Aurel Vlaicu-ს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი (რუმინეთი). წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.57
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |