შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ მესხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ლენინგრადის ელექტრომექანიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს. 1931 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ამიერკავკასიის ჰესების მშენებლობის ტრესტის ობიექტზე. სხვადასხვა წლებში იყო რიცეულისა და ხრამ-I ჰესების მშენებლობის მთავარი ინჟინერი, სამგორის ჰესების მსენებლობის მთავარი ინჟინერი, სამგორის ჰესების მშენებლობის უფროსი. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1962). 1963-1970წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1971 წლიდან - ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსიტუტში ნატურულ დაკვირვებათა განყოფილების გამგედ; 1992 წლიდან სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ხელმძღვანელობდა მის მიერ ჩამოყალიბებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "დიანდჰესს", რომელიც საქართველოს მოქმედ და მშენებარე ჰესებზე აწარმოებდა ნატურულ გამოკვლევებსა და ობიექტთა ექსპერტიზის სამუშაოებს. ავტორია 40 სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის სტატიისა, მიღებული აქვს 4 საავტორო მოწმობა გამოგონებებზე. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.226-227 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |