შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოჭი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი 1952 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს ქ. დონეცკში ენერგეტიკოსად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ზესტაფონის, ჭიათურის, რუსთავის ელექტროქსელებში, სადაც გაიარა შრომითი გზა რიგითი ინჟინრიდან უბნის უფროსობამდე. დიდი პრაქტიკის მქონე ინჟინერი დააწინაურეს ქუთაისის ელექტროქსელის მთავარ ინჟინრად, შემდეგ, დირექტორად. 1972 წლიდან იყო "საქენერგოს" ენერგოგასაღების მთავარი ინჟინერი. 1977 წელს ავადმყოფობის გამო გადაყვანილი იქნა "საქენერგოს" შრომისა და ექსპერტიზის განყოფილების უფროსად, საიდანაც გავიდა პენსიაზე. მიღებული ჰქონდა საკავშირო და რესპუბლიკური ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.228
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |