The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ მეტრეველი

ვასილ მეტრეველი
Date of birth:22 December, 1928
Date of death:8 March, 2023  (at 94 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უწერა, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს.

მუშაობდა უკრაინაში ქ. დნეპროძერჟინსკში შავი მეტალურგიის ქარხანაში; 1954 წელს გადმოიყვანეს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ელექტროსამსახურში; 1955-1960წწ. მუშაობდა ფურცელსაგლინავი საამქროს უფროსი ელექტრიკოსის თანამდებობაზე; 1960-1966წწ. - ელექტროშემკეთებელი საამქროს უფროსი; 1966-1973წწ. - კომბინატის მთავარი ენერგეტიკოსის მოადგილე; 1973-1983წწ. - თბოელექტროსადგურის უფროსი; 1983-2003წწ. - რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მთავარი ენერგეტიკოსი; 1965-2000წწ. - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ელექტროტექნიკასა და სამრეწველო ელექტრონიკაში; ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში იყო სადიპლომო კომისიის წევრი, თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო რუსთავის ელექტრომეურნეობის სამმართველოს (რელასი) მეთვალყურეთა საბჭოს წევრი, თავმჯდომარე; 2003 წლიდან მუშაობდა შპს "რუსმეტალის" გენერალური დირექტორის მრჩევლად. არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1973).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.231-232

Awards and Honors

  • ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: