შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უწერა, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს. მუშაობდა უკრაინაში ქ. დნეპროძერჟინსკში შავი მეტალურგიის ქარხანაში; 1954 წელს გადმოიყვანეს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ელექტროსამსახურში; 1955-1960წწ. მუშაობდა ფურცელსაგლინავი საამქროს უფროსი ელექტრიკოსის თანამდებობაზე; 1960-1966წწ. - ელექტროშემკეთებელი საამქროს უფროსი; 1966-1973წწ. - კომბინატის მთავარი ენერგეტიკოსის მოადგილე; 1973-1983წწ. - თბოელექტროსადგურის უფროსი; 1983-2003წწ. - რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მთავარი ენერგეტიკოსი; 1965-2000წწ. - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ელექტროტექნიკასა და სამრეწველო ელექტრონიკაში; ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში იყო სადიპლომო კომისიის წევრი, თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო რუსთავის ელექტრომეურნეობის სამმართველოს (რელასი) მეთვალყურეთა საბჭოს წევრი, თავმჯდომარე; 2003 წლიდან მუშაობდა შპს "რუსმეტალის" გენერალური დირექტორის მრჩევლად. არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1973). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.231-232 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |