The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი დოლიძე

გიორგი დოლიძე
Date of birth:12 May, 1974  (50 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
1997-2000წწ. მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადსხვა თანამდებობებზე: ატაშე, მესამე მდივანი, მეორე მდივანი განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველო, სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტი; 2000-2001წწ. ექსპერტი, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში; 2001-2003წწ. ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ერთობლივი პროექტისა; 2005-2006წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; 2006-2011წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2011-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი; 2017-2022წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში – აკრედიტებული ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ფიჯის რესპუბლიკაში, კირიბატის რესპუბლიკაში, ტონგას სამეფოში, სოლომონის კუნძულებსა და ვანუატუს რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2012).

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.68

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: