The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილიკო ცისკარიშვილი

Date of birth:August, 1916  (108 years)
Category:Poet

Biography

 დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ზოოვეტერინარულ ინსტიტუტი 1940 წელს. პარალელურად სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1941 წელს.

მეორე მსოფლიო ომის (დიდი სამამულო ომი) დაწყების დროს სოფელ ლეჩურში სამხედრო შტაბის უფროსი იყო  ლეიტენანტი ალექსი ცისკარიშვილი. საბჭოთა სამხედრო შტაბს ევალებოდა გასული "ბანდების" წინააღმდეგ ბრძოლა. ილიკო ცისკარიშვილმა 1942 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს – "სამანს" (საქართველოს აყვავებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები, ადამ ბობღიაშვილის მიერ შერქმეული სახელწოდება) დააკავშირა ალექსი ცისკარიშვილი, რომელიც გახდა "სამანის" ერთ-ერთი მეთაური და რომელმაც "სამანელებს" მთაში ავტომატები აუტანა. 1943 წლის მარტში მთავრობამ "გასულების" უმრავლესობა შეირიგა, მათ შორის, ილიკო ცისკარიშვილი, ალექსი ცისკარიშვილი და სხვები. 1943 წელს ილიკო ცისკარიშვილს ზემო ალვანში თბილისიდან, შინსახკომის მოადგილისგან  წერილი მიუვიდა, შინსახკომის მოადგილე სთხოვდა ილიკოს, გამოცხადებულიყო მასთან, როგორც ადამ ბობღიაშვილის დეიდაშვილი, რათა შუამდგომლობა გაეწია ადამ ბობღიაშვილთან და ფანცალა იმედიძესთან შესარიგებლად, რადგან მათ თელავის უშიშროებიდან გაგზავნილ შუამავლებს მტკიცე უარი უთხრეს შერიგებაზე. ილიკო ცისკარიშვილი თბილისში შინსახკომში გამოცხადდა 1943 წლის 17 მარტს. იგი დააპატიმრეს, ხოლო 1943 წლის 18 მარტს თუშეთში, თორღვას აბანოსთან ერთი ავტომატიდან მოკლეს ფანცალა იმედიძე, ადამ ბობღიაშვილი და დეკანოზ თავბერიძე (ამირანიძე). 1943 წლის ოქტომბერში კი თბილისში დახვრიტეს ილიკო ცისკარიშვილი, არჩილ კიტოშვილი, გიგო ქააძე, გიორგი იდიძე, ირაკლი გარსევანიძე, ირაკლი არინდაული, რომლებიც ღამის პირველ საათზე გამოძახებისას სიმღერით გავიდნენ საკნიდან, ხოლო კარს იქით წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. ილიკო ცისკარიშვილის "დღიურები" გამოქვეყნდა 1992 წლის ჟურნალ "მნათობში" (1992, №№5-6, გვ. 145-154), "დღიურები" დაწერილია მთაში – 1943 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით. მოცულობით ეს არის ერთი პატარა ბლოკნოტი. პირველ გვერდზე დაწერილია ილიკოს ლექსი "არაგვს".

წყარო: დღიური: 1924 წ. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტების ჯგუფის "სამანის" წევრის დღიურები / ი. ცისკარიშვილი ; წინასიტყ. ლ. ვახვახიშვილისა // მნათობი. - თბილისი, 1992. - N5-6. - გვ.145-154 (dspace.nplg.gov.ge)


Share: