The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მეტრეველი

თეიმურაზ მეტრეველი
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1980 წელს.

1983 წელს დაიწყო მუშაობა "საქენერგოს" კახეთის ენერგოზედამხედველობაში ინჟინერ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 1985-2000წწ. იყო "საქენერგოს" თელავის ელ. ქსელის ეგხ-ების ოსტატი, თელავის ელ. ქსელის დირექტორის მოადგილე, რეალიზაცია და დისპეტჩერიზაციის თელავის სამმართველოს უფროსი, რეალიზაციისა და დისპეტჩერიზაციის კახეთის სამმართველოს უფროსი; 2003 წელს - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" კახეთის ფილიალის მთავარი ინჟინერი; 2004 წელს - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ჯერ რუსთავის ფილიალის, ხოლო შემდეგ კახეთის ფილიალის მენეჯერი; 2005 წელს - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის "აღმოსავლეთის ქსელის მენეჯერი; 2006 წლიდან - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" კახეთის რეგიონალური ქსელის მენეჯერი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.232


გააზიარე: