The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ მიმინოშვილი

მალხაზ მიმინოშვილი
Date of birth:21 November, 1956  (68 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჯერ ავტომატიკა-ტელემექანიკის, შემდეგ კი სამდინარო და საზღვაო ჰიდროტექნიკური ნაგებობების სპეციალობით. 1983 წელს მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია.

1973 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ხუდონჰესის ჯგუფის ტექნიკოსად. მისი მონაწილეობით დამუშავდა ხუდონჰესის თაღოვანი კაშხლის ტექნიკური პროექტი, გეომეტრიის ოპტიმიზაცია და საცდელი დატვირთვების მეთოდით გაანგარიშება; მონაწილეობდა ვარციხეჰესი 4-ის მუშა ნახაზების დამუშავებაში, ნამახვანის ჰესის თაღოვანი კაშხლის გეომეტრიის ოპტიმიზაციაში და მინაძის კომპლექსური ჰიდროკვანძის თაღოვან-გრავიტაციული კაშხლის ვარიანტის დამუშავებაში; 1986 წლიდან - ხუდონჰესის თაღოვანი კაშხლის დაპროექტების ჯგუფის უფროსი; 1989 წლიდან - ჰიდროტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილე; 1991 წლიდან განყოფილების უფროსი; ამავდროულად ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის პროექტის მთავარი ინჟინერი; მონაწილეობა აქვს მიღებული ზაჰესის, რიონჰესის, ენგურჰესის, ჟინვალჰესის, ჩითახევჰესის და სხვა ჰიდროელექტროსადგურების ცალკეული კვანძების რეაბილიტაციის პროექტის დამუშავებაში, პერსპექტიული ჰესების გამოვლენის სამუშაოებში; 1995 წელს მონაწილეობდა ენგურჰესის ინსპექტირებისა და რეაბილიტაციის პროგრამის დამუშავებისათვის მსოფლიო ეკონომიკური შვიდეულის მისიის, ხოლო 2003 წელს ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის კონტრაქტორის შერჩევის სატენდერო კომისიის მუშაობაში; იყო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა პროექტების კონსულტანტი; 1993 წლიდან შპს "ბასიანი 93"-ის გენერალუირ დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულია ცალკეულ მდინარეთა კომპლექსური ათვისების სქემები, რამდენიმე ახალი მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მუშა პროექტები, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და სატენდერო დოკუმენტაცია, საირიგაციო დანიშნულების ობიექტების, მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზებისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტები, კოდორის ხეობაში დაბალი ძაბვის ქსელების და საქართველოს სხვადასხვა რაიონში ხაზების პროექტები და სხვ. არის საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების ექსპერტი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.234

Member of Organizations

  • ჰიდროენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

Share: